მარგველაშვილის მდაბიური მიჯირყვნა - ვინ დგას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან და რა უნდა აწუხებდეს ივანიშვილს

მარგველაშვილის მდაბიური მიჯირყვნა - ვინ დგას პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან და რა უნდა აწუხებდეს ივანიშვილს

„ხელები შორს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან“,-ასე ეხმაურება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გიორგი მარგველაშვილის მიმართ ბოლო დღეებში სახვადასხვა ბეჭდური გამოცემების, პოლიტიკოსების, პოლიტოლობის და სხვადასხვა სფეროს წრამომადგენლებს მიერ, გამოთქმულ კრიტიკას. როგორც „პირველ რადიოსთან“ სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია პირველ რიგში აზარალებს სახელმწიფოს. ის გამოთქვამს იმედს, რომ დადგება დრო როცა ანტიპრეზიდენტური კამპანიის ავტორებისა და შემსრულებლების ვინაობა გაირკვევა.

„როცა ქვეყანას ბევრად უფრო სერიოზული გამოცდები აქვს, როგორც საშინაო ასევე საგარეო ვითარებიდან გამომდინარე, ეს არის უპირველესყოვლისა დაგეგმილი ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ვინ არიან მოქმედი პირნი ალბათ, არც თუ ადვილი დასადგენია, მაგრამ შემსრულებელთა შორის , რომ სამწუხაროდ ქართული მედიის ნაწლი გამოდის ეს მხოლოდ მარტო მათ არაკვალიფიციურობაზე საუბრობს, არამედ არც თუ გულწრფელ და საზოგადოებისთის მისაღებ ფორმაზე, რომლითაც ისინი შეიარაღდნენ და ძალიან პრიმიტიულად გამოიყურებიან საკუთარი „არგუმენტების“ გამოყენებისას. მივხედოთ საქართველოს, ხელები შორს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისგან. ვეცადოთ შევინარჩუნოთ საზოგადოებრივი კონსესუსი ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელსაც შეუძლია , რომ წინ სვლა მოუტანოს ჩვენ ქვეყანას და არა რაიმე პრიმიტიული კინკლაობა და ჭორაობა. ალბათ, დადგება დრო, როდესაც ავტორებსაც და შემსრულებლებსაც ამ მდაბიო გონების მიერ ჩატარებული აქციების ანტიპრეზიდენტურ ტერმინოლოგიას და სტატიებს ვგულისხმობ, ბოლოს და ბოლოს გაუნათდება გონება და რაც მალე მით უფრო ხანმოკლე მონანიება დასჭირდება ღვთის წინაშე“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „პირველ რადიოსთან“

მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილს უნდა პირადად აწუხებდეს საზოგადოების ნაწილის განცხადებები, რომ მარგველაშვილმა ყოფილ პრემიერს უღალატა. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დუმილის შემთხვევაში მარგველაშვილის წინააღმდეგ კამპანია პირადად მის იმიჯს დააზარალებს. სოსო ცისკარიშვილის განცხადებით დრო მოვა და შერცხვება ყველას ვინც ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფო მოხელის მიჯირყვნას ცდილობდა.

„ეს მედია შანტაჟი უნდა აწუხებდეს წესით ბატონ ივანიშვილს და თუ ის დუმს ან კმაყოფილია ამ ვითარებით მაშინ ეს დიდი ვნება მის ავტორიტეტს და მის იმიჯს მიადგება, რადგან გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა , რომლისთვისაც ბევრად უფრო მეტია ცხადი ვიდრე რიგითი მკითხველისთვის ბოლოს და ბოლოს ხმას ამოიღებს და შერცხვება ყველას ვისაც სურს, რომ რაღაც ხრიკებით დაარღვიონ კონსტიტუცია და მოახერხონ მიჯირყვნა ერთადერთი, ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფო მოხელის“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.