უცხოელთა საქართველოში ყოფნის წესში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება

უცხოელთა საქართველოში ყოფნის წესში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება

შეხვედრის მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის სავიზო პროცედურებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში ყოფნის წესში 1 სექტემბრიდან დაგეგმილი ცვლილებების გაცნობაა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან იმ ძირითად ცვლილებებზე, რომელიც 1 სექტემბრიდან ძალაში შედის. მათ შორის, საუბარი შეეხება საქართველოში შემომსვლელთათვის საჭირო სავიზო პროცედურებს, საქართველოში ცხოვრების ნებართვის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსი შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებთან და ახალ რეგულაცებთან დაკავშირებით სამი უწყების წარმომადგენელთა ერთობრივი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსთან და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა.