ანგელა მერკელი - თუ უკრაინა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აირჩევს, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არ შექმნის

ანგელა მერკელი - თუ უკრაინა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აირჩევს, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არ შექმნის

თუ უკრაინა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აირჩევს, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არ შექმნის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"თუ უკრაინა განაცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში სურს გაწევრიანება, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არასდროს შექმნის. ჩვენ ნებაყოფლობით არჩევანს ვეყრდნობით", - აღნიშნა ანგელა მერკელმა. 

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება, თუმცა უკრაინელთა ქმედებებმა რუსეთს ზიანი არ უნდა მიაყენოს. 

"მინდა ისეთი გზების პოვნა, რომელიც რუსეთს არ დააზარალებს. გერმანიას კარგი სავაჭო ურთიერთობები რუსეთთანაც სურს. ჩვენ გვინდა გონივრული ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და მსოფლიოში უამრავი სხვა კონფლიქტია, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშავოთ. იმედია, პროგრესს მივაღწევთ", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.