სასულიერო პირები ანაკლიაში პარაკლისს ატარებენ

სასულიერო პირები ანაკლიაში პარაკლისს ატარებენ

სასულიერო პირები ანაკლიაში, "კაზანტიპის" შესასვლელთან პარაკლისს ატარებენ. პარაკლისი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სასულიერო პირებს პარაკლისის წიგნი დარჩათ, რამაც პარაკლისის გამართვა შეაყოვნა. აქვე იმყოფება მრევლიც. მათი აზრით, გარყვნილება, რომელიც ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია. 

სასულიერო პირების თქმით, საქართველოში არ უნდა ჩატარდეს მსგავსი ფესტივალები, სადაც ორგიები იმართება, ეს არის თითოეული ქართველის სირცხვილი. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვას საქართველოში გარყვნილების ქადაგება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ნუ გადააქცევენ საქართველოს სოდომ-გომორად.

აქციაზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, რადგან სასულიერო პირებს "კაზანტიპის" ტერიტორიაზე შესვლა არ უცდიათ. 
მას შემდეგ, რაც "კაზანტიპის" ტერიტორიის ახლოს სასულიერო პირები და მათი მრევლი გამოჩნდნენ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.