"კაზანტიპის" შესასვლეთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიასთან ახლოს უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, პოლიციის თანამშრომლები. 

სამართალდამცავებმა მობილიზება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირები და მრევლი გამოჩნდნენ. ისინი ამ წუთებში უახლოვდებიან "კაზანტიპის" შესასვლელს. 
აქციის მონაწილეები "ანაკლიაში კაზანტიპის" ჩატარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში "კაზანტიპის" ჩატარება ერის სირცხვილია.