NDI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ლუის ნავარომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ NDI-ც დატოვა

NDI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ლუის ნავარომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ NDI-ც დატოვა

NDI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტინა ვილფორმა ლუის ნავაროს საქართველოდან წასვლის თაობაზე განმარტება გააკეთა. როგორც კრისტინა ვილფორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნავარომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ NDI-ც დატოვა. 

"ლუისი დაბრუნდა შტატებში, ის აღარ არის NDI-ს თანამშრომელი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ ადამიანთან ამდენი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. ლუისი არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, მან ურჩია NDI-ს ჩემი დახმარება ამ გარდამავალ პერიოდში – როგორც იცით, მე ვარ NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა კრისტინა ვილფორმა. 
მისივე თქმით, ლუის ნავარო საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს.

"ლუისი არა NDI-ის სახელით, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ძალიან ახლოს დარჩება მის გულთან", - აღნიშნა მან.