სასულიერო პირები

სასულიერო პირები "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ

სასულიერო პირები და მრევლი ანაკლიაში მსვლელობას მართავენ და "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიისკენ მიემართებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განუცხადა, ისინი "კაზანორგიას" აპროტესტებენ. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის ერის ტკივილი და რაც მალე დასრულდება ეს ორგიები, უკეთესი იქნება. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: "კაზანტიპი გარყვნილებაა", "ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "ნუ გადააქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად". 
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათ სადამდეც მიუშვებენ, იქამდე მივლენ, ილოცებენ და პარაკლისს გადაიხდიან. 

"კაზანტიპის" ფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტომდე გაგრძელდება.