გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 73% მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს. რესპონდენტთა 16%-ს მიაჩნია , რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაერთოს, 10% კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აგვისტოს კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.