NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მეუფე იაკობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ხმის მიცემისადმი მოწოდებას არ ამართლებს.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 77%-მა არ იცოდა იმის შესახებ, რომ 6 ივლისს მეუფე იაკობმა ამომრჩევლებს მოუწოდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიეცათ ხმა. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო გამოკითხულთა 18%-ისთვის.
მეუფე იაკობის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ხმის მიცემისადმი მოწოდებას გამოკითხულდა მხოლოდ 13% ამართლებს, 63% არ ამართლებს, 23% აცხადებს, რომ "არ იცის", ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ - 70%-მა არ იცოდა იმის შესახებ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეუფე იაკობისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, 11%-მა უპასუხა – არ ვიცი, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 44% ამართლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მეუფე იაკობისგან ახსნა-განმარტების მოთხოვნას, 24% არ ამართლებს, 30% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის აგვისტოს კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.