NDI - გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

NDI - გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. უფრო კონკრეტულად, შესაბამის მოსაზრებას გამოკითხულთა 26% "სრულად ეთანხმება", 24% კი "ეთანხმება". 

რესპონდენტთა 8% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა, ასევე 9% აღნიშნულ მოსაზრებას "ეთანხმება". 

არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 3%, 28%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის. 

იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 34% აღნიშნულს ამართლებს, ხოლო 58% არ ამართლებს. 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა. 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.