ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო სამუშაოდ აშშ-ში დაბრუნდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კრისტინა ვილფორმა განუცხადა, რომელიც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
მისი განცხადებით, ნავარო თავის წარმატებულ საქმიანობას შეერთებულ შტატებში გააგრძელებს, მუშაობას გააგრძლებეს საქართველოში NDI-ის ოფისიც.
არსებული ინფორმაციით, ლუის ნავაროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად მუშაობის ვადა ამოეწურა.