ოთარ დანელია ქართული ხილ-ბოსტნეულის სიძვირეს მასზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებს

ოთარ დანელია ქართული ხილ-ბოსტნეულის სიძვირეს მასზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ქართული ხილ-ბოსტნეულის სიძვირეს მასზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებს. როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხილ-ბოსტნეულზე მოთხოვნა დიდია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ექსპორტისთვისაც. 

"გაძვირდა იმიტომ, რომ მოთხოვნა არის დიდი და ეს ნორმალურია. მოთხოვნა დიდია, როგორც შიგნით, იმიტომ რომ ტურიზმია გაზრდილი, ასევე გაზრდილია ექსპორტი", - განაცხადა დანელიამ.