სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე პატიმრობის პერიოდს იხსენებს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძე პატიმრობის პერიოდს იხსენებს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილი პოლიციელი მიხეილ ბიბილურიძე ციხეში მათი ყოფნის პირობებს "განცხრომად" აფასებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბილურიძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, სადაც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

"ბევრს გარეთ არ ჰქონდა ის, რაც ჩვენ ციხეში გვქონდა – ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილურები, კონდიციონერი. არ გვაკლდა გართობა, ქალები, საჭმელ-სასმელი. თვითონ ციხის თანამშრომლებს მოჰყავდათ მეძავები. ძველი შსს-ს შენობაში, მე-3 სართულზე ჩვენს გარდა არავინ იყო. მე-7-ში თვენახევარი დავყავით. იქ ჩვენი საკნის კარი ღია იყო, თავისუფლად ჩავდიოდით ციხის დირექტორის, მეგის ქარდავას კაბინეტში, ვგრილდებოდით, ტელევიზორს ვუყურებდით, ეზოში გამოვდიოდით… გვქონდა სამეული, სამზარეულო, ორი მაცივარი, ტელევიზორი საკაბელოთი, ტელეფონები, კომპიუტერები, პაემანზე შემოდიოდა ყველა, ვისი ნახვაც გვინდოდა – არა მარტო ოჯახის წევრები. დაცვას არავინ ეკითხებოდა, ვინ შემოეშვა ჩვენთან. სასმელიც ულევი გვქონდა", - ყველა მიხეილ ბიბილურიძე.

მისივე განმარტებით, მათთან ბაჩო ახალაიაც ხშირად მიდიოდა.

"ჩვენთან ბაჩოც მოდიოდა ხშირად. მიდიოდა დალევა, გულაობა.. იცოდა, რომ კარგი საჭმელ-სასმელი გვქონდა, იჯდა ჩვენთან კამერაში და ეძლეოდა განცხრომას. ვანო "კაპეზეზე" მდა და გაგვამხნევა, გამაგრდით, არაფერზე ინერვიულოთ, მალე ოჯახებში იქნებით, აქ ვარ, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთო. იმანაც დალია, მოილხინა და წავიდა… მოგვისაჯეს თუ არა, ავჭალაში, მე-10 დაწესებულებაში გადაგვიყვანეს, რომელიც ჩვენს მისვლამდე გაარემონტეს. იქ უფრო დიდი სივრცე და მეტი ჰაერი იყო, გვქონდა აუზიც. ბაჩო დაგველაპარაკა, რომელმაც გვკითხა, ხომ "გაგისწორდათო". ბაჩო იქაც მოდიოდა, თავს ვალდებულად თვლიდა, რადგან მის ძმას ერთი ადგილი მოვწმინდეთ. თვითონაც ერთობოდა, ჩვენთან ერთად სვამდა ვისკის, კონიაკს… ხან დღეში ორჯერაც მოსულა, ხომ არაფერი გჭირდებათო", - აღნიშნავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილი პოლიციელი.

ინტერვიუში მიხეილ ბიბილურიძე მეგის ქარდავასა და ოლეგ მელნიკოვზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქარდავა "კომპლექსიანი ფსიქოპათია", მელნიკოვი კი "დათა ახალაიას შნირი" იყო.
"მელნიკოვი იყო დათა ახალაიას "შნირი". 24 საათი მასთან ერთად იყო. დათა ახალაია დათვრებოდა თუ არა, ყველას უაზროდ აგინებდა. სულ რესტორან-რესტორან დადიოდა ღამით ის და მისი დამქაშები. ოლეგასაც მეტი რა უნდოდა, ამხელა გავლენიანი კაცის გვერდით კაის ჭამდა-სვამდა, კარგ სიგარეტს ეწეოდა და მაგარი მანქანებით დადიოდა… რაც შეეხება ქარდავას, ერთხელ აღდგომის ღამეს ერთმა პატიმარმა ქვედა სართულიდან დაიძახა, ქრისტე აღდგა, ძმებოო და ყველამ მიუგო, ჭეშმარიტადო. ეს ცოფიანი ქარდავა მივარდა და იქიდან ისეთი ხმები ამოდიოდა, მტერს. ალანიას ვთხოვე, ჩადი, გააჩერე-მეთქი. ყველაფერი მჯერა, რასაც მაგ ავადმყოფ კაცზე ამბობენ. ქარდავა ერთი კომპლექსიანი ფსიქოპათია. კაცი პატიმრების ცემით წყნბარდებოდა და ისეთ პირობებში ჰყავდა, ენა ვერ აღწერს – დაჭაობებულ სარდაფში ალპობდა ხალხს", - აცხადებს ბიბილურიძე.

მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეში თაკო სალაყაია იყო გარეული და ყველაფერი კეთდებოდა, რომ ვანო მერაბიშვილის დასდგომოდნენ მხარში და სუფთა გამოსულიყო.