ანგელა მერკელი - კიევსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს

ანგელა მერკელი - კიევსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს

კიევსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს და არა – სამხედრო გზით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, გერმანულ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის გზები არ არსებობს. მხარეები ერთმანეთს უნდა დაელაპარაკონ, თუ კონფლიქტის მოგვარება სურთ", - განაცხადა ანგელა მერკელმა. 

მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება, თუმცა უკრაინელთა ქმედებებმა რუსეთს ზიანი არ უნდა მიაყენოს. 

ანგელა მერკელი კიევს 24 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი უკრაინის ხელისუფლებას დონბასის აღსადგენად 500 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა.