დავით სერგეენკო სოფლის ექიმებთან შეხვედრებს განაგრძობს

დავით სერგეენკო სოფლის ექიმებთან შეხვედრებს განაგრძობს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო რეგიონებში სოფლის ექიმებთან და კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯანდაცვის მინისტრი სოფლის ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს რეგიონალურ ცენტრებში შეხდება და 1-ელი სექტემბრიდან რეცეპტის გაცემის ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით სიახლეებს გააცნობს.

მინისტრი 25 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ქუთაისში, კლინიკა LG-ში იმერეთის რეგიონის სოფლისა და კლინიკების ექიმებთან გამართავს შეხვედრას.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პარალელურად, აღმოსავლეთ საქართველოში მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამავე თემაზე რეგიონების ექიმებს შეხვდებიან. კერძოდ, 26 აგვისტოს მარიამ ჯაში რაჭაში გამართავს შეხვედრებს.

27 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთში, რეგიონის ექიმებთან შეხვედრას დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამართავენ.