კალიფორნიაში 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით, 03:30 საათზე, მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად , ასამდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადამიანები ძირითადად, საყოფაცხოვრებო საგნების შედეგად დაზიანდნენ.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნაპადან 9 კილომეტრში მდებარეობდა. სეისმოლოგების განცხადებით, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ბოლოს 1989 წელს დაფიქსირდა, რომელმაც მაშინ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ არსებობს 54 %-იანი ვარაუდი, რომ ამავე რაინში ძლიერი მიწისძვრა ერთი კვირის განმავლობაში გამეორდეს.