ვაშინგტონი ეძებს გზებს, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა განახორციელოს

ვაშინგტონი ეძებს გზებს, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა განახორციელოს

ვაშინგტონი ეძებს გზებს იმისთვის, რომ მოსკოვზე დამატებითი ზეწოლა განახორციელოს ნატო-ს ინფორმაციებთან დაკავშირებით , რუსი სამხედროების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის პირდაპირი ჩართულობის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე.

აღნიშნული განცხადება "სი-ენ-ენ"-ის ეთერში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მარი ჰარფმა გააკეთა.

"ვცდილობთ, ვაიძულოთ რუსეთი გადაიხადოს დამატებითი საფასური. რუსებს აქვთ არჩევანი: შეუძლიათ გააგრძელონ ესკალაცია და მიიღონ დამატებითი შედეგები და იზოლაცია დანარჩენი სამყაროსგან, ან შეუძლიათ წავიდნენ დეესკალაციის გზით, რისთვისაც შესაძლებლობები არსებობს", - განაცხადა მარი ჰარფმა.

"იტარ-ტასის" ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება რუსი სამხედროების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის პირდაპირი ჩართულობის შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე და აღნიშნეს, რომ "მოსკოვში უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ რასმუსენისა და მისი პრესმდივნის ფუჭ განცხადებებს".