კრიზისის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია უკრაინის არმიის წარმატებულ მოქმედებებს

კრიზისის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია უკრაინის არმიის წარმატებულ მოქმედებებს

დონბასში დღეისთვის კონფლიქტის მხოლოდ დიპლომატიური გზით მოგვარება უკვე შეუძლებელია. "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით , ამის შესახებ უკრაინის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ქვეყნის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.

კითხვაზე, სჯერა, თუ არა დიპლომატიური გზებით საომარი მოქმედებების შეჩერების, რადას სპიკერმა უპასუხა: "არ მჯერა". ტურჩინოვმა განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კრიზისის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია უკრაინის არმიასა და მის წარმატებულ მოქმედებებს რეგიონის დაქირავებულებისგან გაწმენის მიზნით. "სხვა გზა არ არსებობს" - განაცხადა ტურჩინოვმა.