უკრაინა უნდა მოემზადოს მუდმივი საგარეო აგრესიის პირობებში ცხოვრებისთვის

უკრაინა უნდა მოემზადოს მუდმივი საგარეო აგრესიის პირობებში ცხოვრებისთვის

უკრაინა უნდა მოემზადოს მუდმივი საგარეო აგრესიის პირობებში ცხოვრებისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"უკრაინის პროგნოზირებად ისტორიულ პერსპექტივებში ყოველთვის იქნება სამხედრო მუქარა. და არა მარტო უნდა ვისწავლოთ ამასთან ერთად ცხოვრება, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად", - განაცხადა პროშენკომ.

მისი თქმით, წლის ბოლომდე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლებისთვის მილიარდი გრივნა გამოიყოფა, ხოლო 2015-2017 წლების გეგმის თანახმად, გადაიარაღებაზე 40 მილიარდი გრივნა დაიხარჯება.

"ბოლო თვეების მოვლენები ნამდვილ ომად იქცა. შესაძლოა, იგი შევა ისტორიაში როგორც 2014 წლის სამამულო ომი. სამამულო იგი იქცა იმიტომ, რომ სამშობლოს დასაცავად დადგა ყველა – დიდიდან პატარამდე, ეს იქცა საერთოეროვნულ მოძრაობად, ყველას საქმედ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პორშენკომ ასევე განაცხადა, რომ სამშობლოს დამცველის დღეს 23 თებერვალს აღარ აღნიშნავს.

"უკრაინა ამიერიდან არასდროს აღნიშნავს ამ დღეს მეზობელი ქვეყნის სამხედრო-ისტორიული კალენდრის მიხედვით. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი და არა უცხო ქვეყნის დამცველებს", - განაცხადა პოროშენკომ და განმარტა, რომ უკრაინა განსაზღვრავს, როდის აღნიშნოს სამშობლოს დამცველის დღე.

ცნობისთვის, უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.