ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 722 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 722 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 722 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს "თვითერის" გვერდზეა აღნიშნული. ამავე უწყების ინფორმაციით, პრორუს ტერორისტებთან ბრძოლებში 2625 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი უკრაინის არმიამ პრორუს ტერორისტებთან ბრძოლაში ხუთი უკრაინელი სამედრო დაიღუპა, რვა კი დაიჭრა.