სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეები დონეცკის ცენტრში ჩაატარეს

სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეები დონეცკის ცენტრში ჩაატარეს

დონეცკის ცენტრში სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეების კოლონა ჩაატარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოლონის მსვლელობისას ტყვეებს კვერცხებს, პომიდორებსა და წყლიან ბოთლებს ესროდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლენინის მოედანზე დაალხოებით 100 ხელებშეკრული სამხედრო მოსამსახურე ჩამოატარეს, რომელთაც ტერორისტები ავტომატებით ხელში მოჰყვებოდნენ.

"ტყვეების აღლუმის" ჩატარების პირობა პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონიძიებების საპასუხოდ დადეს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა.