ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა

ე.წ. ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის ლიდერმა ხმების 50,57% მიიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა.

“აფხაზეთის კანონმდებლობის” თანახმად, პირველივე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც 50% +1 ხმას მიიღებს.

დე ფაქტო ცსკ-ის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, მეორე ადგილზეა დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანია, ხმების 35,91%-ით, მესამეზე – დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია 6,4%-ით, მეოთხეზე კი შს ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონიდ დზაპშბა – 3,4%-ით. ყველას წინააღმდეგ ხმა 1,8%-მა მისცა. აქტივობამ კი 70% შეადგინა.