პეტრო პოროშენკო - ენობრივი ნიშნით უკრაინის გაყოფას ვეღარავინ შეძლებს

პეტრო პოროშენკო - ენობრივი ნიშნით უკრაინის გაყოფას ვეღარავინ შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ენობრივი ნიშნით უკრაინის გაყოფას ვეღარავინ შეძლებს. 

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ ოდესაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებამდე განაცხადა.

"ენობრივი ნიშნით უკრაინას ვერავინ ვეღარასოდეს გაყოფს. მე ვიყავი და ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ერთადერთ სახელმწიფო ენად დარჩეს უკრაინული", - განაცხადა პოროშენკომ. 

რუსულ ენაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ამაყობენ და მაღალ შეფასებას აძლევენ იმ წვლილს, რომელიც ერთიანი სამშობლოს დასაცავად რუსულენოვანმა თანამოქალაქეებმა შეიტანეს. 

"ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებთ, რადგან ჩვენ ერთიანი ერი ვართ და ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევა დამოუკიდებლობის 23 წლის თავზე", - განაცხადა პროშენკომ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ყველაფერი კარგად იქნება.