ქეთრინ ეშტონი - ევროკავშირი აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ქეთრინ ეშტონი - ევროკავშირი აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი არ ცნობს და არ აღიარებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პილიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის განცხადებაში. 

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისე, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველოსგან განდგომილ რეგიონში - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" მიმდინარეობს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები მიმდინარეობს" - ნათქვამია ეშტონის განცხადებაში.