სტამბოლში, სადაც ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ადგილობრივმა პოლიციამ დახურა.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბათალ ტაბაღუამ განაცხადა.
მისი თქმით, უბნის დახურვამდე 87-მა ადამიანმა მოასწრო ხმის მიცემა.
"პოლიცია აპირებს ბიულეტენების ამოღებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ჩვენ დიასპორას ხელისუფლებასთან პრობლემები არ შეექმნას", - განაცხადა ტაბაღუამ.
მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან შექმნილი ვითარებით, რადგან, მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბანი თურქეთის კანონმდებლობის დარღვევით არ გახსნილა.