ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 43,92% შეადგინა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 43,92% შეადგინა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 43,92% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა წუხელ, ღამის 2 საათზე სინოპის რაიონში, კოდორის გზატკეცილზე ერთ-ერთ სახლთან აფეთქება მოხდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს არჩევნებს არ უკავშირებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.