ტერორისტებმა დონეცკის რაიონის დასახლებული პუნქტი კომუნარი "გრადის" ტიპის ზალპური დანადგარებიდან დაბომბეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები იწვის , - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.
"რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არანაირი სამხედრო ნაწილი და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები არ არის, ცეცხლი გაუხსნეს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში.
ადგილობრივი მცხოვრებლების დასახმარებლად უკრაინელი სამხედროები მივიდნენ, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობასა და დაშავებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობენ.