ბელოიაროვკას დასახლებაში რუსეთიდან შემოსული ჯავშანმანქანების ორი კოლონა დაცხრილეს

ბელოიაროვკას დასახლებაში რუსეთიდან შემოსული ჯავშანმანქანების ორი კოლონა დაცხრილეს

დონეცკის რაიონში, ბელოიაროვკას დასახლებაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა რუსეთიდან შემოსული ჯავშანმანქანების ორი კოლონა დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"საარტილერიო იერიში მიტანილია ჯავშანტრასპორტიორების ორ კოლონაზე, რომელთაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დონეცკის ოლქში, სოფელ ბელოიაროვკასთან გადაადგილდებოდნენ. ეს დასახლება რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრშია და ერთ-ერთ საკვანძო ტერიტორიას წარმოადგენს საურ მაგილას სტრატეგიული ადგილისკენ მიმავალ გზაზე", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ტერორისტების დანაკარგმა ერთი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი ავტომანქანა და 30-მდე ადამიანი შეადგინა. სულ 23-24 აგვისტოს ტერორისტების მხრიდან დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ერთობლივად 500 ადამიანს აღწევს.