ხურვალეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ხურვალეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

ხურვალეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამა-შვილი , ავთანდილ და შოთიკო აწკარუნაშვილები, რომლებიც სოფელ ახალსოფლის მკვიდრები არიან, ქერის მოსავლის აღების დროს გაიტაცეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში იმ ტერიტორიას ზვერავდნენ, სადაც ქერის აღების სამუშაოებს აწარმოებენ. 

ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის სად იმყოფებიან გატაცებულები.