სტიქიამ რაჭა-ლეჩხუმში ვენახები და სახლები დააზიანა

სტიქიამ რაჭა-ლეჩხუმში ვენახები და სახლები დააზიანა

სტიქიამ რაჭა-ლეჩხუმში ვენახები, ყანები და სახლები დააზიანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისი თქმით, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ამბროლაურისა და ცაგერის სოფლებში დაისეტყვა ვენახები, გადათელილია ყანები, ხოლო სახლებში ნიაღვრები შევიდა. 

გუშინ, 23:00 საათზე, სტიქიის შედეგად ჩაიკეტა უწერა-შოვის გზა, რომლის გახსნაც ერთ საათში მოხდა. ასევე, ჩაიკეტა ცენტრალური გზები ამბროლაურში ჭრებალოს მიმართულებით და ცაგერში ალპანას მიმართულებით, რომელთა გახსნაც ასევე მოხერხდა. რამდენიმე სოფელში გზების გახსნის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ე.წ. ორხიდიანი ავტომობილები გადაადგილებას ახერხებენ. გუბერნატორის მოადგილე ვარაუდობს, რომ ამ გზების გახსნა დღის ბოლომდე მოხდება. მისივე თქმით, რაიონში რაც ტექნიკაა, მობილიზებულია და მუშაობს. 

სტიქია ამბროლაურში შეეხო 6 სოფელს, ცაგერის რაიონში კი 4 სოფელს.