აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირებლები 24 ქვეყნიდან არიან ჩასულები

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირებლები 24 ქვეყნიდან არიან ჩასულები

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირებლები 24 ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან, სომხეთიდან და იაპონიიდან არიან ჩასულები.

კერძოდ, "აპსნიპრესის" ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიწვევით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად 24 ქვეყნიდან 100-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავიდა. 

"საუბარია სულ 22 დელეგაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთის სახელმწიფო ორგანოებიდან, ნაურუს რესპუბლიკიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნეპრისპირეთიდან, ყარაბაღის რესპუბლიკიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ასევე რუსეთის, სომხეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. დამკვირვებლებს შორის არიან ბელორუსისა და რუსეთის საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენლები და სხვა. დამკვირვებლებს შორის არიან იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის, სან მარინოს, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, ჩეხეთის, ბულგარეთისა და ლიტვის მოქალაქეები", - წერს "აპსნიპრესი" აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის მთავარ მრჩეველ, გალინა სტრანიჩკინაზე დაყრდნობით.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.