ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 154 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ასევე გახსნილია სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ – მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში. "პრეზიდენტობისთვის" ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა - იბრძვის. 
კანდიდატებიდან პირველმა ხმა რაულ ხაჯიმბამ, სოხუმის 14-ე საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში მისცა. მისი თქმით, "კენჭისყრის შედეგები ისეთი იქნება, როგორიც ხალხს უნდა".

"არჩევნებისგან ჩვენ გამარჯვებას ველით", - განაცხადა ხაჯიმბამ.

რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.