ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში ტემპერტურა საგრძნობლად არ შეიცვლება.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში სანაპირო ზოლში ტემპერატურა 32-37 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა იქნება, კახეთის ზოგიერთ რაიონში 38 გრადუსი დაფიქსირდება, საღამოს მოსალოდნელია მცირე წვიმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ერთი კვირის განმავლობაში 36-37 გრადუსი ტემპერატურა იქნება.