ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უკვე ბევრმა ინვესტორმა გამოხატა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი შთამბეჭდავად გაზრდის საქართველოში ტვირთბრუნვას.

"მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, შთამბეჭდავად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოში. ეს გახლავთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს პანამაქსისა და პოსტ-პანამაქსის ტიპის გემები. აღსანიშნავია, რომ უკვე ბევრმა გამოხატა ინტერესი ამ პორტთან დაკავშირებით. ჩვენ სიამოვნებით ვთავაზობთ ჩინურ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოში უკვე შემოსულია ჩინური კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფი", რომელიც არაერთ მსხვილ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს.

"ეს არის წარმატებული პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ აბრეშუმის გზას, ღარიბაშვილის შეფასებით, ის

ცივილიზაციათა კვეთის უძველესი გზაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს განვითარებასა და წინსვლაში.

"მჯერა, რომ დღეს ამ გზისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება ახალი განვითარების დასაწყისი გახდება. ჩემი ქვეყნისთვის კი მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.