თეიმურ ჯანაშიას 20-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თეიმურ ჯანაშიას 20-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საგამოძიებო უწყება ჯანაშიასთვის გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანაშიას ჩამოერთვა პასპორტი. ასევე მას ყოველ 10 დღეში საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების ვალდებულება დაეკისრა.

სდსს-ის ყოფილ უფროსს პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას ედავება.