პეტრო პოროშენკო - გერმანია დონბასის აღსადგენად 500 მილიონ ევროს გამოყოფს

პეტრო პოროშენკო - გერმანია დონბასის აღსადგენად 500 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინას 500 მილიონ ევროს გამოუყოფს დონბასის ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით იმ სპეციალური ფონდის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში შეიქმნება. ამის შესახებ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომელიც გერმანიის კანცლერს დღეს ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა. 

პრეზიდენტის თქმით, იმ დაპირებებს შორის, რომელიც გერმანიის კანცლერისგან მიიღო, ერთ-ერთია სპეციალური ფონდის შექმნა, რომლის შესახებაც განცხადება სექტემბერში, დონორთა კონფერენციაზე გაკეთდება. 

"დონბასის აღსადგენად 500 მილიონი ევრო გამოიყოფა", - განაცხადა პოროშენკომ. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს.