პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიასთვის გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს

პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიასთვის გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს

მთავარი პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვს. 
შესაბამის შუამდგომლობას პროკურორები დღევანდელ პროცესზე დააყენებენ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე დაიწყო.

"ჩვენს მიერ დაყენებული იქნება შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ. ამავე დროს დღევანდელ პროცესზე განისაზღვრება, თუ როდის დაიწყება აღნიშნული საქმის არსებითად განხილვა", - განუცხადა ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ჯემალ კობაიძემ.

თავად ჯანაშიას თქმით, მას გირაოს გადახდა გაუჭირდება, რადგან მის და მისი ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა ადევს.

"100 000 ლარის გადახდა გამიჭირდება, თუ რა თქმა უნდა, ყადაღა ნაწილობრივ მაინც არ იქნება მოხსნილი", - აღნიშნა ჯანაშიამ.

სდსს-ის ყოფილ უფროსს პრეკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას ედავება.