პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს უკრაინის ძლიერი ადვოკატი უწოდა

პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს უკრაინის ძლიერი ადვოკატი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა, რომელიც კიევში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"liga.net"-ის ინფორმაციით, პოროშენკომ განაცხადება, რომ ახლა უკრაინა ერთიანია, როგორც არასდროს და გადის თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ტრაგიკულ ტესტს. 

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს "კარგი მეგობარი და უკრაინის ძლიერი ადვოკატი" უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში მათ 20-ზე მეტჯერ ჰქონდათ საუბარი, რაც ძალიან დაეხმარა უკრაინის ინტერესების დაცვას. 

პოროშენკომ გერმანელ ხალხს მადლობა გადაუხადა უკრაინელების მხარდაჭერისთვის. 

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კიევში აპირებს განიხილოს საკითხები, რაც გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება. 

ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.