რუსული სატვირთო მანქანებით უკრაინიდან სამხედრო ქარხნების მოწყობილობები გააქვთ

რუსული სატვირთო მანქანებით უკრაინიდან სამხედრო ქარხნების მოწყობილობები გააქვთ

რუსული სატვირთო მანქანებით, რომლებითაც უკრაინაში თითქოსდა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს, დონეცკიდან და ლუგანსკიდან უკრაინული სამხედრო ქარხნების მოწყობილობები გააქვთ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიგა.ნეტ-ი ავრცელებს. 

"ლუგანსკში და დონეცკში რუსეთის "ჰუმანიტარული სატვირთოების" ნაწილი გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთში ჩვენი საწარმოების აღჭურვილობა გაიტანონ", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებაშია. 

უწყების ცნობით, სატვირთოებში ქარხანა "ტოპაზის" აღჭურვილობას ტვირთავენ, რომელიც "კოლჩუგის" ტიპის რადიოლოკაციურ სადგურებს აწარმოებს. 

როგორც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა 184-მა რუსულმა სატვირთომ. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულად რა ტვირთი შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სატვირთოებით. 

გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა "ჰუმანიტარული ტვირთით" დატვირთულმა 227-მა რუსულმა სატვირთომ. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის "ჰუმანიტარული კოლონა" გუშინ ლუგანსკში ჩავიდა.