ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკთან გამართავს შეხვედრებს. 

შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები. 

"ყველა შეხვედრის ყურადღების ცენტრში უკრაინაში შექმნილი ახლანდელი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობ იქნება. გარდა ამისა, საუბარი შეეხება უკრაინის კონკრეტული მხარდაჭერის შესაძლებლობებს", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კიევში ვიზიტით მყოფი ანგელა მერკელი კიევის, დონეცკისა და ლვოვის მერებსაც შეხვდება.