რიკოთთან ახლოს, სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს , ერთმანეთს "ჰონდას" და BMW-ს ფირმის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია ერთი პირი, რომელიც უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.