საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგა

საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგა

საქართველოს გავლით სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" აცნობეს, კომპანიამ დაასრულა დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად დაზიანებული ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამისად, დილის 10.00 საათიდან აღდგენილია ბუნებრივი აირის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის პერიოდში, პრობლემები არ შექმნია. 

დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა, რომლის დროსაც მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა.