დარიალის ხეობაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ვერ პოულობენ

დარიალის ხეობაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ვერ პოულობენ

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეს, რომლის ცხედარიც მდინარე თერგმა რუსეთის მხარეს ორი დღის წინ გამორიყა, ის საქართველოში გადმოასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარს ამ დროისთვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება.

"თურქეთის მოქალაქე, რომელიც "ლარსი ჰესის" გვირაბში იყო დაკარგული და რომლის ცხედარი წყლის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა, უკვე გადმოასვენეს თბილისში. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მეორე დაკარგულ მოქალაქეს, შსს-ს მაშველები მის მოსაძებნად საძიებო სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებენ", - აცხადებენ შსს-ში.

დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა. 21 აგვისტოს მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, საქართველოს ერთი მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.