უკრაინული მხარე - უკრაინის საზღვართან 45 ათასი რუსი სამხედრო დგას

უკრაინული მხარე - უკრაინის საზღვართან 45 ათასი რუსი სამხედრო დგას

უკრაინის საზღვართან რუსეთს 45 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. 

"უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის 45 ათასი პროფესიონალი სამხედრო დგას. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით მაღალი კლასის სამუშაოებს აწარმოებს, რუსეთის ხელისუფლებას აკავებს, რომ არ გასცეს ბრძანება ღია აგრესიაზე", - განაცხადა ანდრეი ლისენკომ. 

ამასთან, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. ტერორისტები დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხსნიან ცეცხლს და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ.