უკრაინის სამთავრობო ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკებები გრძელდება

უკრაინის სამთავრობო ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკებები გრძელდება

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მდებარე დასახლებულ პუნქტებში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და ტერორისტებს შორის საბრძოლო შეტაკებები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი იუწყება. 

"ვითარება დაძაბული რჩება სტანიცა ლუგანსკაიაში, სადაც ტერორისტებმა ცოცხალი ძალა და ტექნიკა შეკრიბეს და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ", - დაწერა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქზე".
 

მისივე თქმით, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხნეს ანტიტერორისტული ოპერაციის პოზიციებს რამდენიმე რაიონში. დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ტერორისტების სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, მათ შორის ორი საზენიტო დანადგარი, ორი ნაღმტყორცნი და ერთი "გრადი".