ღარიბაშვილის და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ღარიბაშვილის და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში და რეგიონის სხვა ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ჯო ბაიდენმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და უცხოური, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ისაუბრეს.

„ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა როგორც მის პირად მხარდაჭერას  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების,  ასევე აშშ-ს მტკიცე ერთგულებას  საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობას მიმართ  მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  ორი ლიდერი შეთანხმდა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და უფრო მეტი უცხოური, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ლიდერებმა, ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მჭიდრო ურთიერთობას უკრაინაში და რეგიონის სხვა ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.