კარლ ბილდტი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის

კარლ ბილდტი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის "ჰუმანიტარულ კოლონას" უკან 76-ე საავიაციო-სადესანტო დივიზია მოჰყვება

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ჰუმანიტარულ კოლონას", რომელიც ახლა უკრაინაში შეიჭრა, უკან 76-ე საავიაციო-სადესანტო დივიზია მოჰყვება , - ასე ეხმაურება twitter-ში საკუთარ გვერდზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ე.წ. ჰუმანიტარული კოლონის შესვლას.

"ჩანს, რომ ჰუმანიტარული კოლონას, რომელიც ახლა უკრაინაში შეიჭრა, უკან 76-ე საავიაციო-სადესანტო დივიზია მოჰყვება. მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაცვის სრულმასშტაბიან მცდელობას აქვს ადგილი", - წერს კარლ ბილდტი.

რუსეთის მიერ ჰუმანიტარულ მისიად გამოცხადებულმა სატვირთო ავტომანქანების კოლონამ უკრაინის საზღვარი ლუგანსკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად გამშვებ პუნქტ "იზვარინოში" გადაკვეთა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ლუგანსკის მიმართულებით გადაადგილდა და უკრაინის მიერ ტვირთის ოფიციალურად გაფორმებას არ დაელოდა. კიევმა ეს ფაქტი უკრაინაში შეჭრად შეაფასა.