უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში ორი ათეული სამხედრო ტექნიკა და 100-ზე მეტი სეპარატისტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განადგურებულია 11 ერთეული БМ-21 "გრადი", სამი ტანკი და 5 სამხედრო მანქანა.
"წინასწარი ინფორმაციით, დაქირავებულ რუს "ბოევიკებს" შორის დანაკარგი 100-ზე მეტ ადამიანს შეადგენს", - აცხადებენ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრში.