თურქეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აჰმედ დავითოღლუ დაასახელეს

თურქეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აჰმედ დავითოღლუ დაასახელეს

თურქეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აჰმედ დავითოღლუ დასახელდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე თავის შემცვლელად რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა და თურქეთის მმართველმა პარტიამ დაასახელეს. დავითოღლუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, რომელიც 28 აგვისტოს გაიმართება. 

აჰმედ დავითოღლუ წლების განმავლობაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიფ ერდოღანის გუნდის წევრი და მისი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.