სპეციალისტის აზრით, დარიალის ხეობაში მუდმივი მონიტორინგია საჭირო

სპეციალისტის აზრით, დარიალის ხეობაში მუდმივი მონიტორინგია საჭირო

დარიალის ხეობაში მიწის ჩამოშლა სეისმურ მოვლენას არ უკავშირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განუცხადა. 

თეა გოდოლაძე დარიალის ხეობაში იმყოფებოდა და მიიჩნევს, რომ მიწის ჩამოშლის ფაქტი მკვეთრად განსხვავდება 17 მაისს მომხდარი სტიქიისგან. 

მისივე თქმით, 17 მაისს მიწის ჩამოშლას თან სეისმური მოვლენა ერთვოდა. ამჟამად კი დარიალის ხეობაში მიწის ჩამოშლა ხეობაში წყალდიდობამ გამოიწვია და ადგილი გვაქვს ღვარცოფთან.
"ყაზბეგში მუდმივად იმყოფება სეისმოლოგების ჯგუფი, რომლებიც მოვლენებს აკვირდება. იგი მიიჩნევს, რომ დარიალის ხეობაში მუდმივი მონიტორინგის განხორციელება აუცილებელია.
გოდოლაძემ ასევე კომენტარი გააკეთა დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას აუცილებელია ტერიტორიის გეოლოგიური სეისმომედეგობის შესწავლა.

სამი თვის წინ დარიალის ხეობაში მთის ჩამოშლის მიზეზებს სეისმოლოგების ჯგუფი სწავლობდა. ამ მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის 10-კაციანი ჯგუფი იმყოფება, რომელმაც მყინვარწვერის გარშემო სეისმური სადგურების საველე ქსელი დაამონტაჟა.